შს სამინისტრომ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო

შს სამინისტრომ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო

შს სამინისტრომ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
როგორც შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ავიაკატასტროფის დროს 3 ადამიანი დაიღუპა, კერძოდ, გარდაცვლილები არიან ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” მათთან ერთად მყოფი ერთი თანამშრომელი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა სტეფანწმინდასთან კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
6 ივნისს  დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი – ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი – ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” მათთან ერთად მყოფი ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები