შს მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა

შს მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.
ვლადიმერ ბორცვაძე დაიბადა 1982 წელს, ქალაქ გორში.
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
​ვლადიმერ ბორცვაძემ სამართალდაცვით სფეროში კარიერა 2006 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორის პოზიციიდან დაიწყო;
2006 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორად;
2007-2009 წლებში იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
2009- 2010 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე;
2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად;
2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო;
2013 წლიდან 2016 წლამდე ვლადიმერ ბორცვაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამავე დეპარტამენტის დირექტორი იყო.
2018 წლის აპრილში ვლადიმერ ბორცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები