შს მინისტრის ინიციატივით თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემა იწყება

შს მინისტრის ინიციატივით თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემა იწყება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თადარიგის პოლიციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა გადაეცემათ. აღნიშნული შსს-ს ინფორმაციით, ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოიცა.

“თადარიგის პოლიციელის მოწმობა სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათია, რომელიც სამინისტროს იმ ყოფილ 10 000-მდე თანამშრომელს გადაეცემა, რომელთაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის – თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემის მიზანია უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობის მისაღებად ყოფილ თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შს სამინისტროდან დათხოვნილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია”, – აცხადებენ შსს-ში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები