შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 18 მაისს მივა. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 18 მაისს მივა. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 18 მაისს მივა. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე იმსჯელებს 2018 წელს შს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებზე, უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებსა და 12 მაისს კლუბ “ბასიანსა“ და “გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებზე.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, მინისტრის მიმართვის შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხი, შემდეგ დამაზუსტებელი გამოსვლები, ამის შემდეგ დეპუტატები უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქციების ფორმატში გამოვლენ, რის შემდეგაც დასკვნითი სიტყვით პარლამენტს კვლავ მინისტრი მიმართავს.

რეგლამენტის ნორმა, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები