შრომის ინსპექტორები საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ

შრომის ინსპექტორები საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ

შრომის ინსპექტორები მონიტორინგს საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს.

ზედამხედველობის ფარგლებში, ინსპექტორებმა პირადად გააკონტროლეს ადგილზე არსებული ვითარება და ობიექტებში დაწესებული რეგულაციების აღსრულება კითხვარის საშუალებით შეამოწმეს. შრომის ინსპექტორებმა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნეს.

„შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. პროცესში შემოსავლების, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არის ჩართული. შრომის ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები