შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2017-2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა.

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  2017-2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“  2017-2018 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა. 2016-2017 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2017-2018 წლებში ვიზიტორების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

კურორტ გუდაურში 2017-2018 წლებში 345 997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25%-ით მეტია.

რაც შეეხება ბაკურიანს, 2017-2018 წლების სეზონის მაჩვენებლებით, 2016- 2017 წლებთან  შედარებით, ვიზიტორების რაოდენობამ 15%-ით მოიმატა.  კურორტს 2017-2018 წლის სეზონზე  132 704 ვიზიტორი ეწვია.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მესამე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2017-2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის თანახმად, გასულ წელთან შედარებით წელს ვიზიტორების რაოდენობა 129 პროცენტითაა გაზრდილი. მიმდინარე სეზონზე კურორტ გოდერძიზე 10283 ვიზიტორმა დაისვენა.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017-2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 122%-ით, ხოლო ჰაწვალზე 119%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35 890 ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში 2017 წელს უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ამოქმედდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო, რომელმაც მესტიის ცენტრი კურორტ ჰაწვალთან დააკავშირა. საბაგირო ექსპლუატაციაში 2017 წლის 23 დეკემბერს შევიდა, რამაც მნიშვნელოვნად  გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები