შპს ინოვატორი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სონის ახალ კამერებს, შტატივებს, მიკროფონებსა და სხვა აქსესუარებს 2 849 400 ლარად შეიძენს

შპს ინოვატორი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სონის ახალ კამერებს, შტატივებს, მიკროფონებსა და სხვა აქსესუარებს 2 849 400 ლარად შეიძენს

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარე გადაღებებისთვის 41 ახალი კამერა შეიძინა. ტენდერში, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართა, გამარჯვებულად შპს ინოვატორი დასახელდა. სხვა კომპანიას აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოუხატავს.

შპს ინოვატორი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სონის ახალ კამერებს, შტატივებს, მიკროფონებსა და სხვა აქსესუარებს 2 849 400 ლარად შეიძენს. კომპანიამ მაუწყებელს ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 85 დღეში უნდა მიაწოდოს.

შპს ინოვატორის ერთადერთი მფლობელი და დირექტორი ზურაბ გეგენავაა. აღნიშნული კომპანია უკვე წლებია სატელევიზიო ტექნიკით ამარაგებს როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ისე – ტელვიზიებს.

შპს ინოვატორის ვებსაიტის ინფორმაციით, კომპანიამ 2007 წელს შეასრულა სპეციალური პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. პროექტი მოიაზრებდა მობილური სატელევიზიო სადგურის შექმნას (ქეისებში). კომპანიამ განახორციელა ინტეგრაცია, ინსტალირება და გაშვება. 2008 წელს ამავე კომპანიამ ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვა საკონსტიტუციო სასამართლო, 2012 წელს, სონისთან ერთად – ახალი პარლამენტი ქუთაისში. გარდა ამისა, ინოვატორმა დააპროექტა და აღჭურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ბლოკი შესაბამისი ტექნიკით 2010-2011 წლებში.

ამავე კომპანიამ ტექნიკა მიაწოდა და შემდგომი მომსახურებები გაუწია სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ტელეარხ იბერიას, პალიტრა ტვ-სა და GDS-ს

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები