შორაპნის საჯარო სკოლაში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეების და მშობლების პროტესტის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

შორაპნის საჯარო სკოლაში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეების და მშობლების პროტესტის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

შორაპნის საჯარო სკოლაში, მეთორმეტე კლასის მოსწავლეების და მშობლების პროტესტის გამო, სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მიზეზი მეთორმეტე კლასელებისთვის შენობის შეცვლაა.

მშობლების თქმით, ალტერნატიული შენობა თითქმის ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ბავშვებს ახალ გარემოსთან ადაპტაცია უჭირთ.

მშობლებს სკოლის დირექტორი და რესურსცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათი თქმით, არასაკმარისი დაფინანსების გამო, მეთორმეტე კლასელების გაერთიანების გარეშე სწავლა ვერ გაგრძელდება.

მშობლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები