“შოკისმომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს“-სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა

“შოკისმომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს“-სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა

“შოკისმომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს“, -ასე გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აყენებენ არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე სოციალური სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„უკვე ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიდის ინტენსიური მუშაობა. შოკისმომგვრელი ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ნორმალური მომავალი ჰქონდეს“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები