შინდისის ქვესადგურის მშენებლობა იმისთვის მიმდინარეობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სრულყოფილად განხორციელდეს-კახა კალაძე

შინდისის ქვესადგურის მშენებლობა იმისთვის მიმდინარეობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სრულყოფილად განხორციელდეს-კახა კალაძე

თაბორის მთაზე შინდისის ქვესადგურის მშენებლობა იმისთვის მიმდინარეობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სრულყოფილად განხორციელდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კახი კალაძემ განუცხადა.
თბილისის მერის განმარტებით, იზრდება ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება და ამ მიმართულებით მისი ენერგეტიკის მინისტრობის დროს 10- წლიანი განვითარების გეგმა დამტკიცდა.
”თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ამ მიმართულებით 10- წლიანი განვითარების გეგმა დავამტკიცეთ. არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი გარკვეული სამუშაოების ჩატარება. ეს არის ახალი ელექტროგადმომცემი ხაზები, ეს არის ქვესადგურები იმიტომ, რომ თუ ნახავთ სტატისტიკას, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის ნაწილში, ყოველწლიურად იზრდება მოხმარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, შინდისის ქვესადგური შეიძლება ასევე გამოიყენონ თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტ ”პანორამასთვის”.
”შესაძლოა გამოიყენონ გამოყოფილი ელექტროენერგია, რომელიც ამ სადგურიდან იქნება მიწოდებული, რატომაც არა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ზოგადად ”პანორამას” სახით და რა თქმა უნდა მას სჭირდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი, კალაძე პასუხობს, რომ მარგინალები ყველაფერს აპროტესტებენ.
”მე მესმის, რომ მარგინალები ყველაფერს აპროტესტებენ. ჩვენ დღეს მივიღეთ მარგინალური პოლიტიკური პარტია ”ნაციონალური მოძრაობა”, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები