შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები