შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა ხიზანიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მას უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, გაფლანგვის მუხლში კი, გამართლდა.

ხიზანიშვილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს რამდენიმე წლის წინ იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე, დედაქალაქის მერის გიგი უგულავას მოადგილე. ბესიკ სურმავას საქმეზე, ე.წ. მოსმენების ეპიზოდზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოთი იყო გათავისუფლებული და 2015 წელს ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები