შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანნა ვრონეცკა დელეგაციასთან ერთად ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანნა ვრონეცკა დელეგაციასთან ერთად ეწვია. პოლონელ სტუმრებს შს მინისტრის მოადგილეები – შალვა ხუციშვილი და მერაბ მალანია შეხვდნენ.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილეებმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებსა და პროექტებზე ისაუბრეს.
იოანნა ვრონეცკამ საქართველოს შს სამინისტროს განსაკუთრებული მიმდინარე წლის სექტემბერში მწვერვალ თეთნულდზე პოლონელი ტურისტების დასახმარებლად განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციის გამო მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ქალაქ ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა. პოლონეთის მხარემ სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და პოლონეთის საელჩოს თანამშრომლები.
მსგავსი სიახლეები

“მნიშვნელოვანია, პარლამენტმა სათანადოდ გაახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქცია და ინტერპელაციის პროცედურა არის ამის შემადგენელი ნაწილი”

“ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ – მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში”

“ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც, რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით”
