შინაგან საქმეთა სამინისტროს იტალიის რესპუბლიკის საპოლიციო ძალების გადამზადების სკოლის დირექტორი, ფინანსური გვარდიის დივიზიის გენერალი – ჯენარო ვეკიონე და ნეტუნოს ინსპექტორთა ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პოლიციის გენერალი – ჯოვანი ბუსაკა თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიის რეგიონული ტრენინგცენტრის პროექტი გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის ტრანსნაციონალური მიმართულებით ორგანიზებულ საერთაშორისო ტრენინგს საქართველოს შსს-ს აკადემია უმასპინძლებს.
მხარეები საქართველოსა და იტალიის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას, დანაშაულის პრევენციას და მაღალკვალიფიური კადრების მომზადებას.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს აკადემიის რექტორს, გივი მიქანაძეს და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. იტალიელმა სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, შსს-ს აკადემია, კრიმინალური პოლიციის და „112“-ის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
მსგავსი სიახლეები

ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტი, მიუნხენში სტუდენტებთან შეხვედრისას, მათ დასმულ კითხვებს არ გაუღიზიანებია

ბახტაძე გოცირიძეს: სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება არ არის გაუარესებული ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ, ეს დახატოთ

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ გამართა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ,,ქართუ ბანკთან“
