შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 19 წლის პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 19 წლის პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 19 წლის პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამ წლის ივნისში არასრულწლოვანს მობილური ტელეფონი გამოართვა, ლომბარდში ჩააბარა, ხოლო მის გამოსატანად თანხა აღარ გადაიხადა. არასრულწლოვანმა გადაწყვიტა, ლომბარდიდან თავად გამოეტანა ტელეფონი. ამის შესახებ ბრალდებულმა შეიტყო და არასრულწლოვანს ლომბარდისთვის განკუთვნილი თანხა გამოართვა.

სექტემბერში ამ პირმა არასრულწლოვანს ისევ მიაკითხა და ძალადობის მუქარით, გარკვეული თანხა მოსთხოვა. ეს ამბავი არასრულწლოვანმა მამას უთხრა, რომელსაც რამდენიმე დღეში ბრალდებული დაუკავშირდა – მისი და მისი შვილის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით, გარკვეული თანხის მიტანა მოსთხოვა და შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები