შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს მეკავშირე ოფიცრის, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატო-მ ოფიციალურად დაასრულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატო-ს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატო-ს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასა და ნატო-ს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.
აღსანიშნია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა გახორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა”, – აცხადებენ შსს-ში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები