შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა ამოიღო. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ქობულეთში ერთი ადამიანი დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ავტომატები, ხელყუმბარები და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისთვის,”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელ მოწყობილობათა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები