შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისობის“ დღესასწაულზე ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ “თბილისობის” დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 5 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება:
დილის 05:00 საათიდან, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე, ასევე, აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. 21:00 საათიდან კი – რესპუბლიკის მოედანზე.
რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით.
მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სრულად დაიკეტება ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანის აღმართიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით“,- აცხადებენ შინაგან
აქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა “თბილისობის” დღესასწაულის დასრულებისთანავე სრულად აღდგება.
მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში “საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ დებულების საჯარო განხილვა გაიმართა.

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზები დღეს გამოქვეყნდება

დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს

თბილისის მერიამ, მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, 2 დროებითი მარშრუტი დაამატა
