შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მათი მხრიდან ვინმეს მომავლშიც შეექმნება დისკომფორტი ბოდიშს კიდევ მოიხდის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მათი მხრიდან ვინმეს მომავლშიც შეექმნება დისკომფორტი ბოდიშს კიდევ მოიხდის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, დეპუტატის, გიორგი ლომიას კითხვის საპასუხოდ, რომელიც მინისტრის მიერ ბოდიშის მოხდას ეხებოდა, განაცხადა, რომ თუ მათი მხრიდან ვინმეს მომავლშიც შეექმნება დისკომფორტი ბოდიშს კიდევ მოიხდის.

მისივე განმარტებით, მან კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას ახალგაზრდებს გარკვეული დისკომფორტის შექმნისთვის მოუხადა ბოდიში და არა დაკავებულ ნარკორეალიზატორებს.

“დაკავებული ნარკორეალიზატორების გარკვეული ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საკმაოდ საინტერესო ჩვენებებს იძლევა. მე მათ წინაშე ბოდიში არ მომიხდია, არც ვაპირებ და არც არასდროს არ მოვიხდი. სპეციალური ღონისძიების ჩატარების პროცესში ჩვენ მოგვიწია მშვიდობიანი ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნა. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის მოვიხადე ბოდიში, იქვე აღვნიშნე ვერასდროს და ვერავინ პოლიციის უფლებამოსილების განხორციელებას ვერანაირად ვერ შეზღუდავს. ვერც დროში და ვერც გეოგრაფიაში, თუ ჩვენ გვექნება დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს რისკი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ან ჯანმრთელობის. ბოდიში თუ იქნა მოსახდელი, თუ მოგვიწია ვინმესთვის დისკომფორტის შექმნა, კიდევ ერთხელ მოვიხდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები