შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საგზაო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს ვიდეოჯარიმების ახალი წესის შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ასეთი კონფერენციები მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოების ინფორმირება ხდება.

“1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის ვიდეოჯარიმების ჩაბარების ახალი წესი, რომლის თანახმადაც გარკვეულწილად მკაცრდება ადმინისტრირება, თუმცა მეორე მხრივ, გვაქვს ლიბერალური მიდგომები. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა შეღავათებით. რაც შეეხება ჭკვიან კამერებს, მათი დამონტაჟება გრძელდება, ამ ეტაპზე თბილისში დაახლოებით ასი კამერაა დამონტაჟებული და ვმუშაობთ, რომ სხვა დიდ ქალაქებში წლის ბოლომდე მოხდეს კამერების დამონტაჟება”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენციაზე იმყოფებიან თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები