შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა.

როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა მინისტრს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ფუნქციის სრულფასოვნად ამუშავებისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებმა ორი უწყების თანამშრომლობის ფორმებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები