შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან ს​აქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან, შეხვედრა გამართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამ კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობას, რაც ნატოს მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს სამინისტროში დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებში მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები