“შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ შედეგიანია – “ნაცმოძრაობის“ არჩევანია, ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს”

“შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ შედეგიანია – “ნაცმოძრაობის“ არჩევანია, ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს”

“შიმშილობა არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი, თუმცა, ჩემთვის გასაგებია „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანი – ხელისუფლებაზე სურთ წნეხის გაზრდა”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესი მოქალაქეების პრობლემებს შორდება.

ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, ბრძოლის რა ფორმას შეარჩევს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. გასაგებია მათი მდგომარეობა, რომ სურთ წნეხის გაზრდა ხელისუფლებაზე. ჩემი დამოკიდებულება შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ცნობილია და ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის არ არის ეს პროტესტის ის ფორმა, რომელიც მე პირადად მიმაჩნია, რომ არის შედეგიანი, რადგან არ ვიცი, რამდენად ქმნის ეს ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რაც საზოგადოებას სჭირდება, თუმცა, ჩემთვის გასაგებია მათი არჩევანი და ხელისუფლება, იმედია, პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას, რაც აირჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კიდევ ერთხელ შეხსენებად მიიღებს, რომ ქვეყანას სჭირდება გამოსავლის მოძებნა იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს მათი პარტიული გადაწყვეტილებაა, მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკური პროცესი შორდება იმ პრობლემებს, რაც აწუხებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება და დროულად უნდა შევქმნათ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც პოლიტიკას დააბრუნებს მათთან, ვისთვისაც არსებობს პოლიტიკა, ქართველ ხალხთან და ამომრჩეველთან”, – განაცხადა სამადაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები