შიდა ქართლის გუბერნატორი 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს სოლიდარობის ფონდს გადაურიცხავს.

შიდა ქართლის გუბერნატორი 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს სოლიდარობის ფონდს გადაურიცხავს.

შიდა ქართლის გუბერნატორი 3 თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს სოლიდარობის ფონდს გადაურიცხავს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ამის შესახებ მედიას ტრადიციულ შეხვედრაზე აცნობა და განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ახალ ინიციატივას.

რეგიონის მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევის 22 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შირის იყო კომენდანტის საათისა და თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები.

გორის მასშტაბით ხუთივე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგი 5 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა. საგანგებო შტაბის სხდომაზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საკარანტინო შეზღუდვების ფარგლებში შიდა ქართლში 6-ვე აგრარული ბაზარი დაიკეტება.

საქართველოში კორონავირუსი 156 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 28 უკვე გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები