შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას მოითხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას მოითხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრას მოითხოვენ მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველომ  2013 წელს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში  მათი ჩართვა კვლავ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებულ დისკრიმინაციას კი შშმ ქალები განიცდიან.

საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან ქალთა ჯგუფების შეხვედრაზე, არაადაპტირებული გარემოს გამო, შშმ ქალთა ჩართულობა აქამდე ვერ მოხერხდა. ახლა მათ თავად ნახეს ადაპტირებული გარემო და 2018 წლის 13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში იწვევენ პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომლებსაც თხოვენ, გაუზიარონ მათი მოსაზრება ქალთა საკითხებზე შემუშავებულ პოლიტიკურ პროგრამებში შშმ ქალთა საკითხების ჩართულობასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ორგანიზატორები კანდიდატებს ახსენებენ, რომ ქალები ამომრჩეველთა 54%-ს შეადგენენ,მათ შორის კი შშმ ქალები დაახლოებით 8%-ს წარმოადგენენ. და  შშმ ქალის დისკრიმინაცია მისი ოჯახის მინიმუმ ერთ წევრზე მაინც უარყოფით ზეგავლენას ახდენს, შესაბამისად, საარჩევნო პროგრამებში აღნიშნული სოციალური ჯგუფის საჭიროებების ასახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები