შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნები იმუშავებს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული უბნები იმუშავებს

მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათიდან დაიწყო. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, მხარდაჭერის მიმღები ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია 1153 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები