შევახსენებ გუნდის წევრებს – ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ – ბიძინა ივანიშვილი

შევახსენებ გუნდის წევრებს – ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ – ბიძინა ივანიშვილი

“შევახსენებ გუნდის წევრებს – ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსებულია სალომე ზურაბიშვილი და მაქსიმალურად პატივი სცენ. საზოგადოებას მივმართავ, ვინც არ არის ჩამოყალიბებული, ჩვენი ბოლო კვლევებით, დიდი შანსი გვაქვს რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. სალომე ზურაბიშვილი 100 პროცენტიანი ალბათობით იმარჯვებს, პირველივე ტურში. მივმართავ მხარდამჭერების იმ ნაწილს, ვინც ყოყმანობს, ის არის ძალიან რირსეული კანდიდატი. აქტიურები იყავით”, –  ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სადაც ის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს აძლევს ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს დიანა ტრაპაიძეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძესა და ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ირაკლი ჩიხლაძეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები