“შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ მგონია, სააკაშვილი შეიწყალოს”

“შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ მგონია, სააკაშვილი შეიწყალოს”

“შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ მგონია, სააკაშვილი შეიწყალოს”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის დაანონსება ზღაპარია.

არ მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლა მომგებიანი იყოს ვინმესთვის. ისიც არ მგონია, რომ ჩამოვიდეს, ასეთი ზღაპრები მე-18 არის დაანონსებული. თუ ის მაინც ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ აღსრულებული იქნება ის განაჩენი, რაც სასამართლოს აქვს გამოტანილი.

შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, თუმცა, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის რომელიმე მომენტში შეიწყალოს სააკაშვილი”, – განაცხადა სამხარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები