„შეწყალება ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური”-გია ვოლსკი

„შეწყალება ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური”-გია ვოლსკი

„შეწყალება ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ირაკლი ქორიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, რომ პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე აგოს.
„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა. ეს ჰუმანური და სწორი ნაბიჯია, მაგრამ უნდა იყოს რაციონალური. პრეზიდენტი იმიტომ არის პრეზიდენტი, პასუხი საკუთარ ნამოქმედარზე აგოს, მით უმეტეს, თუ შეწყალება გაუმართლებელია. განსაკუთრებით შეკითხვას მძიმე და ნარკოტიკული დანაშაულისთვის შეწყალებულთა რაოდენობა იწვევს. თუ ეს გადაწყვეტილებები მექანიკურადაა მიღებული, მაშინ კითხვები საკმაოდ ბევრი ჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, ირაკლი ქორიძე 2014 წელს შეიწყალეს.
ვოლსკი განმარტავს, რომ შეწყალება პირადად ქორიძეს არ ეხებოდა, არამედ ეხებოდა ყველა პატიმარს, ვისაც შეკრებითობით საკმაოდ ბევრი წელი ჰქონდა მისჯილი.
„პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, თუკი ადამიანების შეწყალების დისკრეცია აქვს, არ შეიძლება ეს კონვეიერული წესით ხდებოდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი ქორიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები