“შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს”

“შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს”

ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და გავაცანით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებას აღარ დაუბრუნდება.

„რაც შეეხება ამ შეთანხმებას, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთ მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების ანულირება პრინციპული გადაწყვეტილებაა და „ქართული ოცნება“ მსგავს დოკუმენტს ხელს მომავალშიც აღარ მოაწერს.

ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ – ეს შეთანხმება ანულირებულია! ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები