“შესწავლილი უნდა იყოს ეს საკითხი. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით გადაღებული ფოტოების შესახებ.

ბავშვების, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის მიუღებელი – მითუმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შუახევის საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების “ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით გადაღებულ ფოტოს.
“შესწავლილი უნდა იყოს ეს საკითხი. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, შუახევის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

დღეს გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის-სოზარ სუბარი
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მასშტაბით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.

არჩილ თალაკვაძემ, ხელისუფლების მხრიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიების მიმართ, განსაკუთრბული ინტერესი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მანქანის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
