შეშფოთებულნი ვართ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით-აშშ

შეშფოთებულნი ვართ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით-აშშ

“აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით”, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, აშშ შესაბამის უწყებებს ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრული შესწავლისკენ მოუწოდებს.

“სამძიმარს ვუცხადებთ მისი ოჯახის წევრებს. მოვუწოდებთ, რომ მათ საშუალება მისცენ, თავისუფლად დაბრუნდნენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გავლით. აშშ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების სრული შესწავლა მოხდეს”, – დასძინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები