შესაძლოა, ქვეყანა იძულებული გახდეს, კოვიდპაციენტების გარკვეული რაოდენობა კვლავ საველე ჰოსპიტალში მოათავსოს.

შესაძლოა, ქვეყანა იძულებული გახდეს, კოვიდპაციენტების გარკვეული რაოდენობა კვლავ საველე ჰოსპიტალში მოათავსოს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანა იძულებული გახდეს, კოვიდპაციენტების გარკვეული რაოდენობა კვლავ საველე ჰოსპიტალში მოათავსოს.

მისივე თქმით, გამოსავალი ისევ და ისევ ვაქცინაციაა.

“ზღვარი არსებობს, როცა ჯანდაცვის სექტორს არ შეუძლია მეტი პაციენტის გატარება და ეს ზღვარი დაახლოებით 7-8 ათასს ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე გადის. ამიტომ, როგორც კი ამის საჭიროება დადგება და ჩვენ ვიცით, რომ სამწუხაროდ, კოვიდის მკურნალობის ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება რჩება ჟანგბადის მიწოდება, ადამიანს სახლის პირობებში, ბუნებრივია, ვერ დავტოვებთ. ამიტომ, არავის არ ვუსურვებდი, მაგრამ შეიძლება ქვეყანა იძულებული გახდეს, უახლოეს პერიოდში, ისევ საველე ჰოსპიტალში მოათავსოს პაციენტების რაღაც რაოდენობა. გამოსავლის ერთადერთი შესაძლებლობა არის მხოლოდ ვაქცინაციაში, იმიტომ რომ ვაქცინირებული ადამიანი, დიდი ალბათობით, დაცულია, თუნდაც ავადობის შემთხვევაში არ გახდება ჰოსპიტალში გადასაყვანი და ჟანგბადის მისაწოდებელი. ახალი რეცეპტების მოფიქრება აქ საჭირო აღარ არის. არსებული გამოცდილება, რაც არსებობს, ეს უნდა გამოიყენოს ქვეყანამ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი ორთან” საუბრისას.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები