“შესაძლებელია გარკევეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია”

“შესაძლებელია გარკევეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. 

გამყრელიძის შეფასებით, ეპიდვითარება რთულია და, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.

ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3-4 ათასის ფარგლებშია. ჯერჯერობით, მას აქვს კიდევ ტენდენცია აღმასვლის, ანუ იზრდება ყოველდღიური მაჩვენებლები, ამიტომ, ახლა მუშავდება შესაბამისი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ერთის მხრივ, აცრების მაქსიმალური ინტენსიფიკაცია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ღონისძიებების ადმინისტრირების გამკაცრება და შესაძლებელია, ასევე, გარკევეული შეზღუდვების შემოღება, რომ შევაკავოთ ინფექცია,”-აცხადებს გამყრელიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები