შენობა, სადაც ბავშვები იმყოფებიან, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი-კახა კალაძე

შენობა, სადაც ბავშვები იმყოფებიან, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი-კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ სტანდარტი ეხება ყველა მიმართულებას, როგორც აღმზრდელობით წესს, ასევე შენობებს.
მისივე თქმით, შენობა, სადაც ბავშვები იმყოფებიან, თანამედროვე სტანდარტებით უნდა იყოს აღჭურვილი. “შენობა, სადაც ბავშვები იმყოფებიან, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. დაგეგმილი გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო, ჩაგვეტარებინა გამოკვლევა არსებულ ბაგა-ბაღებში რა მდგომარეობაა. 24-დან სამი ბაგა-ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში, იქ ყოფნა საშიშია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბაღები დროებით დაიხუროს, ბავშვები, იმ კონკრეტულ რაიონში სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდნენ. სამუშაოებს დავიწყებთ ახლავე და ყველაფერი მოწესრიგდება”,- აღნიშნა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები