“შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია საკმაოდ რთულია”

“შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია საკმაოდ რთულია”

შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, არსებული სტაბილიზაციის ფონზე უნდა ელოდოს თუ არა მოსახლეობა დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას, მათ შორის საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, გაბუნიამ განაცხადა, რომ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით შეზღუდვები რაც არის დაანონსებული, ისევ ისე გაგრძელდება.

შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია საკმაოდ რთულია. კლინიკები გადატვირთულია. 8 700-მდე საწოლია მობილიზებული. სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ამდენად, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, მაქსიმალური სიმკაცრით უნდა აღსრულდეს და დღეს მთავარი აქცენტი ამაზეა“, – განაცხადა გაბუნიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები