შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.
„სამართალდამრღვევი მოქალაქეები  აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის  (ჯამურად,  40,780 ღერი სიგარეტი) ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს  სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები