“შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, პური არ გაძვირდება”

“შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, პური არ გაძვირდება”

“შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, პური არ გაძვირდება”, – ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე აცხადებს.
მისი თქმით, ვიდრე ფქვილის იმპორტზე საბაჟო გადასახადი არ არსებობს და მისი იმპორტი ქვეყანაში პრობლემების გარეშე ხორციელდება, პურზე ფასის ზრდა არ მოხდება.

„ფქვილის იმპორტი ქვეყანაში ხუთ-ექვსჯერ გაიზარდა. აქედან გამომდინარე, მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთონ როგორც ხარისხში, ასევე, ფასში განსხვავებით, იმ პერიოდისგან, როცა ბაზარზე ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების წარმოებული პროდუქტები იყო ხელმისაწვდომი. არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს ფქვილის იმპორტი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შემოდის ფქვილი, არის არჩევანი და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით პური არ გაძვირდება“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი – ლევან სილაგავა კი ფქვილის იმპორტის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდა სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

„წინა თვეში შემოსულია სულ 35 000 ტონა ხორბალი ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დაბალია. აქედან გამომდინარე შედეგი არის ის რომ წისქვილკომბინატების ნაწილმა უკვე შეაჩერა მუშაობა. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა სხვებსაც მოუწევთ გაჩერება და სასურსათო უსაფრთხოების გარდა პრობლემები ამ წისქვილკომბინატში დასაქმებულებსაც შეექმნებათ“, – აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის გასულ კვირას რუსეთმა 80$-იანი საბაჟო გადასახადი ხორბალზე 10 დოლარით 90 დოლარამდე გაზარდა რამაც პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირება და ხორბლის იმპორტის შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება ფქვილს, დღეს ბაზარზე საქართველოში წარმოებული პირველი ხარისხის ფქვილი ერთი ტომარა 70-72 ლარი ღირს, მაშინ როდესაც იმპორტირებული ფქვილის ფასი 67-69 ლარია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები