შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში 2 ადამიანი დაიხრჩო.

შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში 2 ადამიანი დაიხრჩო.

შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში 2 ადამიანი დაიხრჩო. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მაშველებმა არასრულწლოვანი ბიჭი და ახალგაზრდა ქალი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები