“შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს”

“შეგვიძლია საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს”

„შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი თუ საჭიროდ ჩათვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებასა და გამკაცრებას, რაც ყველაზე მთავარია, ზედამხედველობა რომ უფრო სწორად, კანონით იყოს გაწერილი, ამაზე მუშაობა დავიწყოთ“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე. ის მოუწოდებს დეპუტატებსაც, ვისაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ ცვლილებების შემუშავებაში.

„ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი მხრიდან, საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ, რითაც კიდევ უფრო გავამკაცრებთ ნორმებს, რათა ზედამხედველობა და რეაგირება კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი პრობლემები ბევრგან არის. აუცილებელია, ჩვენი მხრიდანაც, იყოს შესაბამისი, დროული რეაგირება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები