შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო – გიორგი მარგველაშვილი

შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო – გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს:

“შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას, ვინც უდიდესი რისკის ფასად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს”.

ბოლო ინფორმაციით, ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 10 საქართველოს, 1 ირანის მოქალაქეა.

დაშავდა 21 ადამიანი. მათ შორის 5 თურქეთის, 1 ისრაელის მოქალაქეა.

წყარო

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები