შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება

შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება

შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

ასევე მაშველები სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, რომ საშტორმო მდგომარეობის დასრულებამდე ზღვაში არ შევიდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები