- TVFree.Ge – News Portal -

შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, სანაპიროსთან მყოფ მოქალაქეებს კი მაშველები რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ. ამ დროისათვის ბათუმში წვიმს.
შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა სავარაუდოდ ხვალაც შენარჩუნდება.