შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან კლინიკა უკვე ყველა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ორი პაციენტი დღეს გაწერეს.
მანამდე კლინიკა ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
„როცა შემოიყვანეს კლინიკაში, მათგან ორი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. დაახლოებით 48 საათის განმავლობაში წნევა არ იზომებოდა. ღვთის წყალობაა, რომ 33-ე დღეს მათ კლინიკა დატოვეს. სამივე მათგანს ჰქონდა მრავლობითი მოტეხილობა, ერთ-ერთს ხერხემლის სვეტი ჰქონდა დაზიანებული, სამივეს ჰქონდა მძიმე ტრავმული დაზიანება ძვალ-სახსროვანი სისტემის. საბედნიეროდ, სამივე გადარჩა, რა თქმა უნდა, რეაბილიტაცია დასჭირდებათ, მაგრამ გამოჯანმრთელებულები წავიდნენ კლინიკიდან“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
მსგავსი სიახლეები

ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კახა კალაძის დადებული პირობისკენ, რომ „სვეტის“ არც ერთი დაზარალებული არ დარჩეს ბინის გარეშე – ილია ელოშვილი

ნინო ლომჯარიას განცხადებით, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.(იხ.ფოტოები)
