შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაადასტურეს.
ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და ამ დროის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები