„შარშანდელთან შედარებით, გრიპით დაავადების შემთხვევები ოდნავ მომატებულია“-დავით სერგეენკო

„შარშანდელთან შედარებით, გრიპით დაავადების შემთხვევები ოდნავ მომატებულია“-დავით სერგეენკო

„შარშანდელთან შედარებით, გრიპით დაავადების შემთხვევები ოდნავ მომატებულია“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა ვირუსისგან დაცვის საშუალებებზე ისაუბრა, განსაკუთრებით კი ყურადღება ხელების ხშირად დაბანაზე გაამახვილა.
“ამ პერიოდში, საბედნიეროდ არ გვაქვს გამოკვეთილი ეპიდაფეთქების საშიშროება. გრიპით დაავადების შემთხვევები არის ფონურზე ოდნავ მომატებული, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიფრთხილის ზომები არ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიცაა რისკ ჯგუფებში გრიპის ვაქცინაცია და ჩვეულებრივი დაცვა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჰაერში ეს ვირუსი იღუპება 10 წამზე ნაკლებ დროში, მაგრამ ხელებზე საათების განმავლობაში რჩება. ამიტომ, ხელების ხშირი დაბანაა საჭირო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები