შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა

შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა

მოხარული ვარ, რომ  ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მადლობა, პრემიერ-მინისტრო. მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მადლობა პრემიერ-მინისტრო, ყველა მჭიდრო კონტაქტისთვის ბოლო კვირების განმავლობაში, მრავალი სატელეფონო ზარისთვის და ბრიუსელში თქვენი ვიზიტისთვის. ასევე თქვენი გამბედავი პოლიტიკური არჩევანისთვის და ამ ქვეყნის მომავლის შესახებ თქვენი ხედვისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები