“შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ყოფილა, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ და ეს ძალიან სამწუხაროა”

“შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილზე ჩვენთან კონსულტაცია არ ყოფილა, თუ რაღაცას არ იზიარებ, გაიგნორებენ და ეს ძალიან სამწუხაროა”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციას შარლ მიშელთან გაგზავნილ წერილზე მათთან მოლაპარაკებები არ ჰქონია.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, როდესაც რაღაცას არ იზიარებ და ოპოზიციის მეორე ნაწილი გაიგნორებს.

ჩვენთან შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით არავის კონსულტაცია არ ჰქონია. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ მედიიდან გავიგე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიცია ოპოზიციის სხვა ნაწილთან ასეთი ურთიერთობის ფორმას ირჩევს. კონსულტაცია რომ გვქონოდა, შეიძლებოდა, ისეთ ტექსტზე შევთანხმებულიყავით, რომელზეც ჩვენი ხელმოწერაც იქნებოდა.

არსებული ტექსტის პუნქტების ნაწილს ვიზიარებ, ნაწილს – არა. ერთმანეთზე კარგი წარმოდგენები რომ არ გვაქვს, ეს არ არის ახალი და ჩვენ მიმართ ასეთი დემონსტრაციული მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ. თუ რაღაცას არ იზიარებ, უბრალოდ, ისინი გაიგნორებენ და ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები