შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემას, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა (იხ.სურათები)

შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემას, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა (იხ.სურათები)

ის ფაქტი, რომ გუშინ ვესწრებოდით ,,ევრონიუს საქართველოს“ ოფიციალურ გახსნას და დღეს შარლ დე გოლის წერილების წინანდლის მუზეუმისათვის გადაცემას, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპული გზა მყარი და უალტერნატივოა, – ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილის განაცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციამ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, წინანდლის მუზეუმმა შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები საჩუქრად გენერალ დე გოლის ძმისწულის, როჟე დე გოლის მემკვიდრის, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილის, მხატვარ ფრანსუა მარი ანტონიოზისგან მიიღო.

,,ჩემთვის და ყველა ქართველისთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს წინანდალში ხდება, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის იყო ევროპული კერა და საქართველოსა და ევროპის კულტურებს შორის გადებული ხიდი.

ალბათ ვერასოდეს ვიოცნებებდით და მეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ახალგაზრდობაში, რომ აქ ვიქნებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავესწრებოდი ასეთ ზეიმს – წინანდლის მუზეუმისათვის გენერალ დე ოგოლის წერილების გადაცემის პროცესს.

ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლურადაც. გენერალი დე გოლი საფრანგეთის ისტორიაში ძალიან დიდი პიროვნებაა, რომელიც დაკავშირებულია თავისი ქვეყნის განთავისუფლებასა და დამოუკიდებლობისათის ბრძოლასთან. ამდენად, მისი საოჯახო კორესპონდენციის საქართველოში ჩამოტანა ღრმა დანიშნულებას იძენს.

საქართველო და საფრანგეთი, ძალიან განსხვავებული და ამავდროულად, ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული ქვეყნები არიან, თუნდაც იმით, რომ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ამ ორივე ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ კიდევ ერთი რამ გვაკავშირებს – ის ფაქტი, რაც დე გოლის დროს მოხდა, ის ძალიან დიდი საჩუქარი საფრანგეთისგან, როცა საფრანგეთმა დე გოლის პირადი გადაწყევტილებით დაუბრუნა საქართველოის ის განძი, რომელიც პოლიტიკურ ემიგრაციაში ექვთიმე თაყაიშვილის დიდი ღვაწლით გადარჩა და შენარჩუნდა. დე გოლმა კი, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით განძის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა იმ დროს, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, როცა ის იყო კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

რაღაც ისტორიული განზომილება არსებობს და მგონია, რომ ძალიან სწორ ადგილზე ჩამოვიდა დე გოლის კორესპონდენცია. აქ ის ძალიან დაფასებული იქნება. საქართველოს მოსახლეობითვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუზეუმში მოვა საფრანგეთის ისტორიის ეს ნაწილი დახვედება აქ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები