შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) და ვატო შაქარაშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ითხოვენ და მათ თავდებში უდგებიან, როგორც თავად ამბობენ, 2000 ადამიანთან ერთად.

როგორც შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ამბობენ, ისინი ხელმოწერებით მივლენ სასამართლოზე და თავდებობის შუამდგომლობას დააყენებენ. 

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. 

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. 

ვახო სანაიას თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა. 

ვატო შაქარაშვილი და გია გაჩეჩილაძე მოძალადეებს “პოლიტ-მედია პატიმრებს უწოდებენ” და ამბობენ, რომ ისინი “პოლიტ-მედია ტერორისგან” უნდა დაიცვან. 

“მაშინ, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები პარლამენტის შტურმის, ავტორები კრიმინალები და ზონდერები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე, უდანაშაულობის პრეზუმციის სრული დარღვევით მოძალადეებად გამოაცხადეს და გირაოზეც კი უარი ეთქვათ 

მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტ-მედია ბულინგს“. – თქვეს მათ. 

ხვალინდელ სასამართლო პროცესს, სადაც შაქარაშვილი და გაჩეჩილაძე ხელმოწერებს მიიტანენ, ვახო სანაია არ დაესწრება – ის გამოკითხვაზე ჯერ დაბარებული არ არის – სასამართლოში მაშინ გამოცხადდება, როცა დაიბარებენ. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები